დამთვარიებელთა რაოდენობა

Wednesday, 14 January 2015

თავი VII

გუბე აიმღვრა, წითელი ფენა
სხეულში დამკრა, მტკივნეულია
წყვდიადი სუფევს და ის გამეფდა
შიგნეული კი აზელილი მაქვს

თავი VI

არაფერზე მაქცვს უკვე საზრუნი
ყველაფერი მაქვს რაც კი აქა მაქვს
მხოლოდ ერთი მსურს, რაც მართლა არ მაქვს
დიდი თეთრი ხის წვეროს დაბყრობა

მე მტვრის ნაწილაკს, ჩემნაირებით
გარშემო ვუვლი ალყას შევმოსავ
მივუახლოვდი აბორდაჯზე ვარ
ცოტა დიდი ვარ ამალა გაქრა.

მე დავიბენი თან გამიხარდა
ემოციებიც მომძალებია
რაც ახლოს მივალ მე გავიზრდები
მაშ გავეშურე, ჩემი ჯერია!

ვახ გამჭვირვალეეც ვყოფილვარ ამ გზით
ამებებია ჩემი გზის პირას,
სხვა გზას ავირჩევ რომ გავძლიერდე,
რომ დასაცავი მქონდეს მე ძალა

მოვღონიერდი, კანზე ფერიც მაქვს
ამება ჩემთვის გემრიელი ჩანს
საით მიდიან? ფესვში ერწყმიან...
მე ვერ ვეტევი უკვე დიდი ვარ

ან ქვემოთ ჩავალ და იმათ შევჭამ
მაგრამ ქვემოთკენ მათი ზომა ვარ
ან ზემოთავალ ჩემ ზომა ხვრელში
და მეც იქიდან დავუწყებ გლეჯვას

ავედი ზემოთ და მიხარია
ცხოველურ ჟინით საჭმელი მინდა
რა სფეროში ვარ? ნისლში ვარსებობ
ნისლსაც ვეხები და ის რბილია

ოღონდ ეს არა; ჭუპრი ვყოფილვარ
ბინძურ გუბეში დაბადებული
ჩემი ცხოვრება ამების ჭამა
ჩემი არსიკი წყლის პირუტყვია.

თავი V

მუსაიფისგან ზედმეტად დაღლილს
გამომეცხადა რაღაც არსება
და მე ვერ მივხვდი თუ ეს რა იყო
ილუზია თუ ჩემი ოცნება

მან მე მიბოძა ნათელი სხივი
სხივი რომელიც ჩემში ფეთქავდა
ისე კაშკაშა როგორც ცის ელვა
ისეთი ძალა როგორც თვით ცოდნა

მას უბოძვია თურმე ჩემთვის ხე
სიცოცხლის არსი და ზეგავლენა
თურმე მომიწევს რომ ხე დავტოვო
და, რომ თავიდან ავიდე ძნელად

მე ვარ პატარა, უმწეო ტკიპა
მანათობელი დიდი ხის ძირას
ვცდილობ ვიპოვნო გზა ასასვლელად
რადგან ძველი გზა დაგრძელებულა

მე ავირჩიე ყველაზე მოკლე
თურმე ყველაზე სუსტი ყოფილა
რბილათ დავეცი და გავიფიქრე
მაღლიდან ვარდნა მტკივნეულია

თითქოს ქრებოდა ყველა ოცნება
და არაფერი მედარდებოდა
დამიკარგია ამბიციები
ისიც არ მახსოვს თუ რა მქონია

ჩემს წინ ხე არის, მე მის გარშემო
ჩემმა სხეულმა იცვალა ფორმა
ხან თხევადი ვარ, ხანაც ბოლი ვარ
ხანაც პატარა ნაწილაკი ვარ.

დროს ვერ აღვიქვავ, დრო აქ არ არის
მაგრამ რაღაცა ხდება დროდადრო
თავიდან მხოლოდ ტკიპა ვიყავი
ეხლა კი მგონი მტვერის ხელა ვარ

როცა ხესთან ვარ თითქოს ვიზრდები
თითქოს სხვადასხვა არსება ვხდები
რაც უფრო შორს ვარ ამ სინათლისგან
თითქოს და უფრო დაბლა ვეშვები

როცა მიდივარ მამახსოვრდება,
როცა მოვდივარ აზრი მეშლება
იქ რაღაც მინდა, მართლაც რაღაცა
აქ კი მოლოდ ის, რომ იქ ვიარო

Saturday, 19 July 2014

თავი IV

პატარა ყმაწვილს სძინავს მეფურად
მისი თილისმა ყოფილა ქნარი,
მისი მამა კი პირსისხლიანი
ლერაიესი მოიგო გული

მამას ჯეიმსი ჰქვია სახელად
მას გაუმწარეს მთელი ბავშვობა
შური იძია, ყოველი მოკლა;
სხოვროების ბოლოს ექიმთან ცხოვროვდა

აბრამს ესიზმრა უკვდავთა ცოდნა
ღრმა ტრანსით არის გადავარდნილი
მან მოახერხა წარსულის ნახვა
და ხალხზე არის გაბრაზებული

აბრამი
ოხ ვარსკვლავებო მეფეთა სულნო
ყველაფრის მოწმე გქონიათ თვალი
ოი ღმერთებო ცარგვალს ამშვენებთ
გთხოვთ მიფარვიდეთ,  მე თქვენს მხსენებელს.

შენ ოქროს ცხვარო, ან მინოტავრო
ან ღრიანკალო ცრუის მგესლავო
ან შენ თემიდავ ცას რომ ამშვენებ
ან ანდრომედავ მოტაცებულო

შენ ჰერკულესო ურჩხულთა რისხვავ
ან ორიონი გმირო ტყისანო
შენ ამალთეავ, კეთილო დედავ
თქვენც ზღვის ფსკერზე, რომ სიყვარულს იცავთ

დევკალიონო მომეცი ცოდნა
მამა პრომეთემ ეს არ გასწავლა?!
ან შენ კრონოსო ტარტარის მაგმავ,
ან შენ ქირონო ოსტატო გმირთა

შენ როგორ გთხოვო წმინდა მამაო,
ათენს, რომშვენის შენი სკულბტურა
ვითონ ათენავ, ბრძენო ქალღმერთო
მომეცი ჭკუა, რომ ვიყო მშვიდად

ლერაიე
მშვიდობა შენდა ჩემო ლამააზო
დაგეხმარები მე უანგაროდ
მოკალი ყველა, შური იძიე
ლერაიეთი მომიხსენია

ის არსად ჩანდა, მაგრამ მისი ხმა
ყოველი მხრიდან ისმოდა ნაზად
ბიჭის წინ არის იარაღები
მე მთელი ქვეყნის მოსპობა მსურდა

ლერაიე
როცა ისურვებ გამომიძახე
გარიგებისთვის შევქმნათ გარემო
ყოველაფერს მოგცემ რასაც ისურვებ
შენ კი, სულ მომცემ; შენ ეს იცოდე

მართლაც დაიდო კონრაქტი უმალ
აბრამიც სწავლობს და წინ მიიწევს
ის ასტრონავტი გამხდარა უმალ
და მოინდომა იცხოვროს მარსზე

Saturday, 12 July 2014

თავი III დაბადება

ოცდამეერთე საუკუნეში
ტექნოლოგია დაუხვეწიათ
ტელეფონები, კომპიუტერი,
მანქანები და ავიაცია

ერთ ლამაზ ქალაქს შუა გულ ცენტრში
მუზეუმი და კერძო სკოლა აქვს
თურმე როდეზღაც ამ მამულებში
არისტოკრატებს დაედოთ ბინა

საგვარეულო ბიზნესი ჰქონდათ
მამა დოქტორი, დედა ექიმი;
ფსიქიატრიულ კლინიკას ფლობდნენ
თავისი დაცვით და მენეჯერით

მამის მიზეზი ყოფილა თურმე
თავისი ძმა რომ გაგიჟდა უცბად
მისი მეუღლე მელანქოლიკი
ფულის გამო, რომ დაჰყვება უკან

მათ ერთმანეთი ადრე გაიცნეს
სასწავლებლად რომ წავიდნენ ქალაქს
ძმის სიყვარულით კაცმა ისწავლა
და ქალის გულიც დაიმსახურა

კაცს ჰარი ჰქვია, ერთდროს ლექტორი
დარბაისელი ინგლისელია
დადის ხელჯოხით, ცილინდრით, ფრაკით
და ულვაშებიც დაუტკეპნია

ქალი ნამდვილი კურტიზანია
მაქმანები და დეკოლტე უყვარს
ბრილიანტებით სამკაულები
და ვისაც მეტად სავსე ჯიბე აქვს

მას ლეტიცია ჰქვია სახელად
მაგრამ კაცებში ფსევდონიმი აქვს
არ ეკარება ჰარი დედაკაცს
რადგანაც მას სხვა ბევრი საქმე აქვს

ქმარს ლეტიცია არ ჰყვარებია
მათ გარიგებით ჰქონდათ ოჯახი,
რომ ლეტიცია იყო ღარიბი
ჰარის ოჯახი იყო მდიდარი

ჰარიმ შეუსწრო მის ცოლს ღალატში
დუელში მოკლა ის საყვარელი
გვარის შერცხვენის არიდებისთვის
არ გააცხადა მან არაერი

მის ლეტიცია ქმართან დასახლდა
პაციენტებთან ახდენდა ღალატს
შვიდი თვის შემდეგ ფარულად შობა
ინკუბატორში დატოვა მან ყრმა

როდესაც ჰარი პაციენტს სტუმრობს
რომელიც მკვლელი მანიაკია
ცოლმა ხანჯალი ჩასცა მას ზურგში
და ის ვერავის გაუფაქტია

პაციენტს ხელი ვეღარ მოჰკიდეს
რადგანაც ის ხომ გისოსებშია
გაითამაშა ცოლმა ტირილი
მის მერე შავი არ გაუხდია

ინკუბატორში საიდუმლოა,
ლეტიცია, რომ ვერსად ვერ ამხელს
შეთხზა ამბავი, გააზვიადა
შავბნელი მისცა მას ისტორია

თავის ერთგული, ძველი მოყვარე
მეჯინიბეთ რომ მუშაობს მათთან
ის მოისყიდა ნაზი ამბორით
და ლეტიციას მოწმეც გამოჩნდა

ლეტიცია
როდესაც ეტლით შინ ვბრუნდებოდით
რაღაც ვაებას მოვკარით ყური
მინდორში ეგდო უმწეო ბავშვი
მას დედა უნდა, მე სამართალი

მე ქვრივი გავხდი ბავშვს ვერ გავაჩენ
ჰარის ცხონება გამიგებს მართლა
მე ვარ ექიმი რომ ვუმკურნალო
მეც გავიხარებ, ჩვენი პატარაც.

ცერებრალური დამბლა ჰქონია
ენით ბლუ იყო და თქმა უჭირდა
მაგრამ გონება ბრწყინვალე ჰქონდა
დამახსოვრება მას არ უჭირდა

და ლეტიციამ მას შეასწავლა
ყველა მასალა რაც კი ებოძა
უთხრა რომ მცოდნეს დიდი ფასი აქვს
რომ იცხოვრებდა ასე იოლად

მისი სახელი უკვდავი იყო
აბრამი ერქვა როგორც ძველთაგან
თვით ლეტიციას წინაპრებიდან
ის რომ გამრავლდა უფლის ნებითა

Friday, 21 March 2014

თავი II

წინასწარ მეტყველთ დაუწერიათ
დანას ტომიდან მოვა ქალიო
მეორედ მოსვლის დროს ის დაბადებს
ღმერთის გაგდებულ ანტიქრისტესო

დიდი ხნის შემდეგ ბევრს არ ეჯერა,
ბევრმაც სიყალბედ ჩათვალა იგი
ბევრმა მაფიამ კი მოიწონა
რომ რელიგიით ემართა ხალხი

ჯერ ჯვაროსნები იყვნენ პირველი
ღმერთის სახელით ქალ-ბავშვს რომ ჰკლავდნენ
წმინდა მიწიდან უნდა გაქრეთო
ამას ამბობსო ჩვენი მეუფე

ბევრმა უვიცმაც სხვისგან ფარულად
ბიბლიასაც კი შეავლო თვალი
ის ამოიკრიფა რაც მას უნდოდა
რითაც შემდეგში წარმართა ხალხი

სააშკარაო გახდა გესტაპო
ნეფილიმებს რომ დაუწყეს ძებნა
მიზეზად ჰქონდათ ბიბლიის თავი
ადამიანს რომ ასწავლის ჭკუას

წინამძღოლი კი არ ჰგავდა იმათ
ვინც ღირსი იყო გადარჩენისი
მაგრამ რა არის ეს დიქტატურა
პატარა კაცს თუ მოუფხანს გულში

ებრაელთაგან ერთერთი ტომი
დანა ყოფილა ნათქვამი ძველად
და ამის გამო ამოიჩემეს
საერთოდ ყველა ებრაელის კვლა

საბჭოეთში კი ნახეს, რომ შიშით
ბოლომდე ვერას გახდები კაცზე
უმჯობესია გული დაფხანო
და შემოგწიროს სული ბოლომდე

და ამიტომაც კომუნისტებმაც
დაიწყეს დევნა ებრაელების
უჭმელობისას თითო ცხედარზე
ერთ მუჭა ბრინჯზე ჯარს შოულობდნენ

დულჩე მუსოლინს არ გაჰპარვია
წამი და წუთი დიდი კანცლერის
მანამც მიჰბაძა, ბედი ვცადოო
იქნება მერე გავხდე ბელადი...

კანცლერმა გეგმას გადაუხვია
რომ მისდგომოდა რეალურ მიზეზს
ამის მიზეზად დანა ვის ახსოვს
მეორე ომიც კი წამოიწყეს

ადმოისუნთქა აბრამის მოდგმამ
და გრძელდებოდა ჩემდეგ მშვიდობით
ისევ სწავლობდნენ, ისევ ცხოვრობდნენ
და აგრძელებდნენ ისევ ვაჭრობას.

თავი I



მე მოვინდომე მეთხრო ამბავი
ტექნოლოგიის აყვავებაზე
უარყოფით და კარგ თვისებებზე,
როგორც ხალხებზე, რელიგიებზეც.

გონის აზრების დაარსებიდან
ნანო წამებში ჩნდება ახალი
ჩვენ მას ვერ ვხედავთ მატერიაში
დროის მანქანის უქონლობაში

ჩვენ სამყაროში იმ დროით ვცხოვრობთ
როგორც კადრია სამყაროს ფილმში
ბევრჯერ შეცვლილა ძველი გეგმები
გონის სურვილით და მონდომებით

ალეგორია არის ყოველი
ბუნება არის ჩვენი ოსტაი
ვცდილობთ დავხვეწოთ ფუფუნით ვიყოთ
მაგრამ არ ვუსმენთ დედას შვილები

დედა, მიწაა ჩვენი ბუნება
იგი გვაძლევს და არაფერს ითხოვს
მაგრამ კანონით ერთი გვიბოძა
ჩემი ხართ, სხვისად ნუ ჩათვლით თავსო